Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. 2014–2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა გაიმართოს 2015 წლის 17 იანვრიდან 2015 წლის  23 იანვრის ჩათვლით.
  2. 2014-2015 სასწავლო წლის შემედგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართო 2015 წლის  12 თებერვლიდან  19 თებერვალის ჩათვლით.
  3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
  4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                        დარეჯან თვალთვაძე